გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი


ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია თავდამსხმელი, რომელმაც 40 წლამდე მამაკაცს საკუთარ სახლთან ესროლა.
ორმხრივი სროლის შედეგად თავდამსხმელი სავარაუდო მსხვერპლის დაცვამ მოკლა.
სროლის შედეგად ორი ადამიანია დაჭრილი, მათ შორის ერთი, სავარაუდო მსხვერპლი, ერთი კი შემთხვევით გამვლელი, რომელიც მაღაზიაში იმყოფებოდა.
დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილი, მოკლულს კი ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
თაგები:
მკვლელობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს