
ავტორი
Front News საქართველო
“გამჭვირვალობის კანონის” ინიციირებით გამოწვეულმა მღელვარებამ, ნაადრევი ფალსტარტი მისცა შემოდგომით დაგეგმილ მოვლენებს, რაც საკმარისია სცენარის ავტორებისა და შემსრულებლების სრული ლუსტრაციისა და მათი ქმედებების ალაგმვისათვის! – წერს ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში.
მეშველიანის თქმით, ქართული სახელმწიფო დღეს საკმარისად ძლიერია და მორიგ რევოლუციას არ დაუშვებს.
“ვერ შედგება მორიგი ფერადი რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში.
“გამჭვირვალობის კანონმა” და მისი ინიციირებით გამოწვეულმა მღელვარებამ, 6 თვით ნაადრევი ფალსტარტი მისცა შემოდგომით დაგეგმილ მოვლენებს, რაც აბსოლუტურად საკმარისია სცენარის ავტორებისა და შემსრულებლების სრული ლუსტრაციისა და მათი მოსალოდნელი ქმედებების ალაგმვისათვის!
ქართული სახელმწიფო დღეს საკმარისად ძლიერია, რათა არ დაუშვას მორიგი რევოლუცია!
საქართველო უპირველეს ყოვლისა!” – წერს გოგი მეშველიანი.
თაგები:
ქართული ოცნება
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს