“გოგი წულაია არ გამორიცხავს, რომ ეს იყოს ინსცენირებული პროვოკაცია”


ავტორი
Front News საქართველო
გოგი წულაიას ადვოკატი ვალერი გელბახიანი დაიცავს. მან პოლიტიკოსი უკვე მოინახულა და ჟურნალისტებთან პირველი კომენტარიც გააკეთა.
ადვოკატი აცხადებს, რომ წულაიას პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ეს ინციდენტი წინასწარ დაგეგნილი სცენარი იყოს.
მისივე თქმით, წულაია ამ დროს ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, ამასთან, ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ქალზე ეძალადა.
"არ გამორიცხავს გოგი წულაია, რომ ეს იყოს ინსცენირებული პროვოკაცია, მაგრამ ჯერჯერობით, ვინაიდან ჩვენ მხოლოდ ვარაუდი გვაქვს და არ გვაქვს თავად ბრალდების ფორმულირება, მტკიცებულებები, თუ გამოძიება წავიდა დამძიმებისკენ, უკვე აშკარაა, რომ დევნა არის პროვოცირებული. რის საფუძველზეც საქმე არის აღძრული და რა მუხლითაცაა აღძრული, ამის საბაბს ჯერ არ იძლივა, რომ პოლიტიკურად რაღაც ნიშანი მოიპოვო, მაგრამ თუ დამძიმდა ბრალდება ხელოვნურად, მაშინ ცხადია, დაინტერესება სხვაგვარია, პოლიტიკურია", -განაცხადა გელბახიანმა.
პოლიტიკოსის ადვოკატისთვის ასევე ცნობილი ხდება, რომ სავარაუდოდ, გოგი წულაიასაც ჩაუტარდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, თუმცა მისთვის გაურკვეველია, რატომ უნდა ჩაუტარდეს მას ეს ექსპერტიზები.
გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს