გოგი წულაია მისი დაკავების ოპერაციაში მონაწილე პოლიციელებს უჩივის

ავტორი
Front News საქართველო
გოგი წულაია მისი დაკავების ოპერაციაში მონაწილე პოლიციელებს სახელმწიფო ინსპექტორთან უჩივის. შესაბამისი წერილი, რომელსაც საქმის მასალებიც აქვს დართული, დაკავებული პოლიტიკოსის ადვოკატმა უწყებას უკვე ჩააბარა.
ადვოკატი თვლის, რომ სამართალდამცველებმა დაკავების პროცესში უფლებამოსილებას გადაამეტეს და გოგი წულაიას კანონით მინიჭებული უფლებები შეუზღუდეს.
"სახელმწიფო ინსპექტორს მივმართე წერილობით, დავურთე მასალები. როდესაც დააკავეს გოგი წულაია, მას არ მისცეს პირველი ზარის განხორციელების უფლება, უარი უთხრეს დაცვის უფლებაზე, ანუ ადვოკატის მომსახურეობაზე. ამასთან, საათნახევრის გაბმავლობაში გამოძახებული სასწრაფო დახმარების საექიმო-სამედიცინო პერსონალი არ დაუშვეს წულაიასთან", – განაცხადა ვალერი გელბანიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. თავად პოლიტიკოსი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარია.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


