გოგი წულაია პროტესტის ნიშნად, წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობს


ავტორი
Front News საქართველო
გოგი წულაია ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. აღნიშნული ალკოტესტმა, რომელიც მას 17 მარტს ჩაუტარდა, დაადასტურა. როგორც წულაიას ადვოკატი, ვალერი გელბახიანი ამბობს, თავად ქალი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რის მტკიცებულებასაც წარადგენენ.
ცნობილი ხდება ისიც, რომ პოლიტიკოსმა უდანაშაულობის დასამტკიცებლად შიმშილობა დაიწყო. მისი მეგობრის ლევან ჟღენტის თქმით, წულაია პროტესტის ნიშნად, წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობს და ის პროვოკაციის მსხვერპლია.
"გოგიმ შიმშილობა გუშინ დაიწყო, ის პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს. წყლის მეტს არაფერს იღებს, არც მედიკამენტებს. უდანაშაულოა და გაწირეს, დააბრალეს ამხელა რაღაც. როგორც ვიცი, სასამართლო დღეს გვიან, ან ხვალ დილით გაიმართება", – განაცხადა ლევან ჟღენტმა.
შსს აქტიურ პოლიტიკოსს ძალადობას ედავება. წულაია შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში, გუშინ დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
თაგები:
