გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა

ავტორი
Front News საქართველო
გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა. მისი ადვოკატის ვალერი გელბახიანის ინფორმაციით, 126-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"უსაფუძვლო ბრალდებაა. წულაიას მიაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და ამ ხელისუფლების მორიგი პოლიტიკური მსხვერპლია", – განაცხადა გელბახიანმა.
გოგი წულაია პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
თაგები:





