Logo

გოგი წულაიას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

საზოგადოება
872
Frontnews image description

გოგი წულაიას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. პოლიტიკოსს ქალზე ძალადობას ედავებიან. 

ოპოზიციონერის წინააღმდეგ პოლიციის მთავარი სამხილი ახალგაზრდა ქალის ჩვენებაა, რომელიც წულაიას მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. 

უკვე მოხდა სისხლის, თმის, ფრთხილის ნიმუშებისა და ტანსაცმლის ამოღება. მასალა ექსპერტიზაზე დღეს გადაიგზავნება. გოგი წულაიას ადვოკატის განცხადებით, საქმეში ჩართული იყო მესამე პირიც. უფლებათადამცველი დარწმუნებულია, რომ ვიდეო-კამერების ამოღებით, პოლიტიკოსის უდანაშაულობა დამტკიცდება. 

"მოწმეებიც, ვიდეო-კამერაც, ექსპერტიზის დაკვნაც, ყველაფერი, ეს არის შესაძლებელი მოპოვებული იქნეს. რაღაც ნივთებიც რომ შეიძინეს, ამოვიღებთ ამ კადრებს ყველაფერს, სად და ვისთან ერთად შეიძინეს. რაც არ უნდა უარყოს მეორე მხარემ, იქ მესამე პირიც იყო. ამასთან, თვოთონ წულაიას არ დაულევია, ერთი წვეთი არ დაულევია, იმ ქალბატონმა დალია და ამის მტკიცებულობასაც წარმოვადგენთ", – განაცხადა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა. 

გოგი წულაია გუშინ, 17 მარტს, თბილისში შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს. მას ძალადობას ედავებიან. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აქტიური პოლიტიკოსი ხელისუფლების პროვოკაციის მსხვერპლია და მისი დაკავება მის მიერ, ბოლო დღეებში, ბერა ივანიშვილის მისამართით ჩატარებულ პერფორმანსს უკავშირდება. 

თაგები:

Advertisement