გოგი წულაიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ავტორი
Front News საქართველო
გოგი წულაიას საქმეზე სასამართლო პროცესი დღესაა ჩანიშნული. პოლიტიკოსის ადვოკატი აცხადებს, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, წულაია უნდა გათავისუფლდეს, რადგან ბრალდების მხარეს მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და ზოგადად, ამ საქმეს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
"ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს, სამართლებრივად უფრო მყარი პოზიციები გვაქვს გამართლებისთვის, ვიდრე ბრალდების მხარეს. ვნახოთ სასამართლო რას იზამს. ყველა ლოგიკით, ასეთ შემთხვევაში, როდესაც მტკიცებულება არ არის, სასამართლო უნდა ცვლიდეს აღკვეთის ღონისძიებას. ეს არის ჩვეულებრივ სასამართლოზე რაც ხდება, მაგრამ როცა არის დირექტივა, პოლიტიკური ზეწოლა, სასამართლო ვერ ბედავს ამას ცხადია, მაგრამ ეს ისეთი შემთხვევაა, შემადგენლობა არ არის დანაშაული, მტკიცებულება არ არსებობს იმ ბრალდების, რაც წარდგენილი აქვს, ამიტომ ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. სამართლებრივად გეუბნებით, არ არსებობს ამის საფუძველი"-აცხადებს ადვოკატი ვალერი გელბახიანი.
პოლიტიკოსს სასამართლო ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავება. თავად გოგი წულაია თავს დამნაშავედ არ ცნობს.
თაგები:





