გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
საზოგადოება
19.03.2021 / 20:41


ავტორი
Front News საქართველო
გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, დაცვის მხარე კი 5 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.
გოგი წულაია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
თაგები:
