Logo

გოკა გაბაშვილი – ამ წერილმა თუ დასავლეთში კიდევ რაიმე შეკითხვები რჩებოდა, ყველაფერი გამოაჩინა

პოლიტიკა
639
Frontnews image description

აშშ-ის ერთ-ერთი ქვეყნის მმართველმა უთხრა, რომ შენი ნება არ არსებობს, შენ იმართები გლობალური ომის პარტიისგან და ყველა უბედურება, რომელიც დედამიწაზე ხდება აქედან მომდინარეობს – ეს არის სიგიჟე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ ჰქონდეს მშვიდობა, არის გამოცხადებული მტრად და ომად და მშვიდობად არის გამოცხადებული ქონწასმული ურთიერთობა ლავროვთან.

“ამ წერილმა თუ დასავლეთში კიდევ რაიმე შეკითხვები რჩებოდა, ყველაფერი გამოაჩინა, ორი მოსაზრებაა – პირველი ის არის, რომ ეს ადამიანი თავისი რწმენით ანტიდასავლელია და მეორე ის, რომ სახურავი აქვს დაჩოჩებული. ერთი, რომ ანტიდასავლელია და არც აღიარებს ამერიკას, როგორც სახელმწიფოს, არ აღიარებს მის სუვერენიტეტს, მის დემოკრატიულ სისტემას და თვლის, რომ ამერიკა თავის ნებით არ მოქმედებს და მას მართავს მისტიური გლობალური ომის პარტია. აშშ-ის ერთ-ერთი ქვეყნის მმართველმა უთხრა, რომ შენი ნება არ არსებობს, შენ იმართები გლობალური ომის პარტიისგან და ყველა უბედურება, რომელიც დედამიწაზე ხდება აქედან მომდინარეობს. ეს არის სრული სიგიჟე და ეს სიგიჟე წერილობით დაფიქსირდა.

წერილობით ამ კაცმა დასავლეთს მიმართა, რომ მე არ ვხვდები ამერიკელ პოლიტიკოსებს, სანამ არ გადაწყდება ჩემი ფულის საკითხი და ჩემი ფულის საკითხი არ წყდება იმიტომ, რომ სტრატეგიულ მოკავშირესთან ურთიერთობა დამოკიდებულია იმაზე მისი ფულის საკითხი სადღაც შვეიცარიულ ბანკში გადაწყდება თუ არა. ის, რაც საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ ჰქონდეს მშვიდობა, არის გამოცხადებული მტრად და ომად და მშვიდობად არის გამოცხადებული უკაცრავად და თავზე ქონწასმული ურთიერთობა ლავროვთან. ყველაფერი ამოატრიალეს და ორველის სამყარო შექმნეს“, – განაცხადა გაბაშვილმა

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები