გომბორში სსიპ თავდაცვის მოხალისის საბაზისო მომზადების პირველი კურსი დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
სსიპ თავდაცვის მოხალისის ორგანიზებით, გომბორში „თავდაცვის მოხალისის საბაზისო მომზადების“ პირველი კურსი დასრულდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სსიპ თავდაცვის მოხალისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი არაბული დაესწრნენ. მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.
რვადღიანი თეორიული და პრაქტიკული მომზადება ორგანიზაციის - „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ 25-მა მოხალისემ დაასრულა. მათ გაიარეს საცეცხლე, ტაქტიკური და საინჟინრო მომზადება, შეისწავლეს კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენება, გაეცნენ საინფორმაციო ოპერაციებს, სამხედრო ტოპოგრაფიას და ლოჯისტიკის მართვას. სწავლებას თავდაცვის ძალების კვალიფიციური ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ.
ღონისძიების დასასრულს, კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. სსიპ თავდაცვის მოხალისის მომზადების პროგრამა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ძირითად, საბაზისო და სამეთაურო მომზადებას. მისი მიზანია მოხალისეთა შესაძლებლობების გაძლიერება, თავდაცვის მოხალისეობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა და მათი თავდაცვის ძალებთან თავსებადობის გაზრდა.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს