გომის მთაზე მეხანძრე-მაშველებმა სამი ადამიანი იპოვეს

ავტორი
Front News საქართველო
10 საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე იპოვეს. მათ აღენიშნებათ ჰიპოთერმია. მაშველების მიერ მიმდინარეობს დაშავებულების გადაყვანა ავტომობილებამდე, რათა დროულად მოხდეს მათთვის სამედიცინო დახმარების მიღება.
მაშველების მიერ ნაპოვნია გომის მთაზე გარდაცვლილი მოქალაქეც.
"საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მიმდინარე წლის 12 მარტს, დილის საათებში, შემოვიდა შეტყობინება, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი გადაადგილებას ვერ ახერხებდა. მეხანძრე-მაშველების 10 კაციანი ჯგუფი დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე. მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამაშველო ოპერაცია გართულდა, თუმცა მოქალაქეების მოძიება რამდენიმესაათიანი ინტენსიური ღონისძიებების შედეგად მოხერხდა", – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


