გომში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტორი
Front News საქართველო
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოცემა "მოზაიკას" ცნობით, მამაკაცი გზის ნაპირზე მიდიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თაგები:
ავტოსაგზაო შემთხვევა




