გომთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დედა-შვილი გარდაიცვალა
შემთხვევა
14.04.2023 / 22:30


ავტორი
Front News საქართველო
გომთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული დედა-შვილი გარდაიცვალა.
“მოზაიკას” ინფორმაციით, ისინი “გორმედის” ხაშურის ფილიალში შეყვანისას დაიღუპნენ.
ამ დრომდე მძიმეა კიდევ ორი დაშავებულის – ბაბუის და შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
გომთან დღეს მომხდარი ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.
თაგები:
ავარია