
ავტორი
Front News საქართველო
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, აჭარაში, სოფელ გონიოში, 200 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.
პროექტის განსახორციელებლად უკვე შეძენილია დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია და მიმდინარეობს წინასატენდერო პროცედურები.
ორსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის და აღიჭურვება უსაფრთხო და კომფორტული ინფრასტრუქტურით. ბაღში განთავსდება ფუნქციური სასწავლო სააღმზრდელო სივრცეები; კეთილმოეწყობა ეზოც, სადაც განთავსდება საბავშვო ატრაქციონები და დასასვენებელი სივრცეები.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში და ადგილობრივ ოჯახებს თანამედროვე, ხარისხიან და კომფორტულ სააღმზრდელო გარემოს შესთავაზებს.
თაგები:
გონიო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს