
ავტორი
Front News საქართველო
ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი გორდან რადმანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას “ტვიტერზე“ ეხმაურება.
როგორც ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, ხორვატია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის იდეებისადმი ერთგულია.
“სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა და ნაყოფიერი საუბარი.
ერთგულნი ვართ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის, საჭირო რეფორმების განხორციელების და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის იდეებისადმი”,- აღნიშნავს ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი.
თაგები:
გორდან რადმანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს