Logo

გორის და ხაშურის შემდეგ გახარიას გუნდს ფოთის და მარტვილის მერების ყოფილი მოადგილეებიც უერთდებიან

საზოგადოება
1521
Frontnews image description

ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავამ და მარტვილის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელიამ თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, როგორც ფოთის, ისე მარტვილის მერებმა მათ შეხვედრისას პარტიისა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.

მათივე განცხადებით, გახარიას გუნდში გადადიან და საქმიანობას იქ გააგრძელებენ.

"დილით მქონდა შეხვედრა ბატონ მერთან, გოჩა კურდღელიასთან, რომელმაც გვამცნო, რომ მთავრობისა და პარტიის დავალებით იყო მოთხოვნა თანამდებობიდან გადავმდგარიყავით, კერძოდ, დავით გუშიანისგან იყო დავალება, როგორც ვიცი. მერის ინიციატივა ეს ნამდვილად არ იყო, მისი პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე. თანამდებობა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს უკვე  მეორე საკითხია.

ნამდვილად არანაირი არსებითი მნიშვნელობა მას არ აქვს. ჩვენ ვართ ბატონი გიორგი გახარიას თანაგუნდელები, თანამოაზრეები, შესაბამისად, ეს იყო ძირითადი მიზეზი და მოტივი ალბათ, მოთხოვნა თანამდებობის დატოვების და ჩვენც ძალიან მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. აუცილებლად ვაპირებთ მომავალში ძალიან  ბევრი საკეთილდღეო საქმის გაკეთებას ბატონი გიორგის გუნდში", – განაცხადა ფოთის მერის ყოფილმა მოადგილემ პაატა ლაგვილავამ.

მანამდე, გიორგი გახარიას თანამოაზრეობისთვის თანამდებობები დატოვეს გორის მერის მოადგილეებმა ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა, ასევე, ხაშურის მერის მოადგილემ. 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები