Logo

გორის "დილამ” სტუმრად ჩასული “გაგრა” 5:0 დაამარცხა

სპორტი
183
Frontnews image description

ეროვნული ლიგის მატჩში გორის "დილამ” “გაგრა” ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

შეხვედრას გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის მოედანმა უმასპინძლა.

პირველ ნახევარში მოთამაშეები აქტიურად ცდილობდნენ თავისი გუნდის დაწინაურებას, იყო მომენტებიც, თუმცა ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყისი წუთები დრამატულად დაიწყო. “გაგრას” კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და მოწინააღმდეგის საპასუხო შეტევის შემდეგ გოლიც გაუშვა.

49-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ. სირილ ედუძის საგოლე გადაცემით ანგარიში დეო ბასინგამ გახსნა, რომელმაც შეხვედრის მეორე გოლიც გაიტანა და დუბლი გაიფორმა.

სტუმრებისთვის სიტუაცია დაიძაბა, ისინი ვერ ახერხებდნენ კარგი შეტევის ორგანიზებას.

ჟან-მარკ ტიბუეს პასით მესამე გოლი 76-ე გორის "დილას” შემადგენლობაში მყოფმა, შეცვლაზე შემოსულმა, ხლაიხალიმ გაიტანა.

მესამე გოლმა სრულად დაუკარგა მოტივაცია “გაგრას” ფეხბურთელებს და თამაში ტემპიც დააგდო.

86-ე წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა მეოთხედ აიღო სტუმრების კარი. სამ წუთში კი ხლაიხაიმ ბასინგას მსგავსად დუბლი შეასრულა და უპირატესობა ხუთ ბურთიანი გახადა.

Advertisement