გორის კულტურის სახლში ბიტკოინების ქარხანა აღმოაჩინეს


ავტორი
Front News საქართველო
სუს-ის თანამშრომლებმა გორის კულტურის სახლში ბიტკოინების ქარხანას მიაგნეს.
არსებული ინფორმაციით, მაინერები გორის მერიის კულტურის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს გიორგი ქვათაძეს ეკუთვნოდა, რომელმაც ფაქტი აღიარა, თუმცა ის არ დაუკავებიათ და მხოლოდ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ქვათაძის ბიტკოინების ქარხანა ყოველთვიურად 6000 ლარამდე ღირებულების ელექტროენერგიას მოიხმარდა, რასაც ბიუჯეტი იხდიდა, ქარხანა 2 წლის განმავლობაში ისე ფუნქციონირებდა, კულტუტრის სახლის თანამშრომლებმა, როგორც ისინი აცხადებენ, არაფერი იცოდნენ.
ამ დროისათვის ბიტკოინების ქარხანა დალუქულია, გამოძიება ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის ბრალდებით გრძელდება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს