გორის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები სკოლის მშენებლობის გაჭიანურებას აპროტესტებენ


ავტორი
Front News საქართველო
გორის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები სკოლის მშენებლობის გაჭიანურებას აპროტესტებენ.
მათი თქმით, უკვე 4 წელია, სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს და ბოლო არ უჩანს.
“იმდენად გვტკივა ჩვენი ბავშვების არარეალური სწავლა. 4 წლის წინ დაინგრა სკოლა, სადღაც 2 წელი არაფერი ხდებოდა, მხოლოდ ანგრევდნენ. შემდეგ დაიწყო აშენება, თუმცა, საძირკველი იყო არასწორად გაკეთებული და ხელახლა დაანგრიეს. მუშებს თანხასაც არ უხდიდნენ და უამრავი პრობლემა იყო. ყოველ წელს იცვლება ბანერი, ხან 2023-ში უნდა ჩაბარებოდა, შარშან იყო 2024 წლის დეკემბერში, ახლა 2025 წლის 25 სექტემბერი აწერია“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.
მისივე თქმით, ბავშვები წვალობენ აქეთ-იქით სიარულით და არ რჩებათ დრო აღარაფრისთვის.
“ბავშვები ხან ქალაქის ბოლოში მიდიან განათლების მისაღებად. ღამით ბავშვი, რომ მოდის სახლში ხომ უნდა დასვენება ან მეცადინეობა? ჩვენი მოთხოვნაა დროულად დამთავრდეს ან ისეთი ფართი გამოინახოს, რომ ბავშვებმა ახლოს შეძლოს სკოლაში სიარული, რომ დროულად დაბრუნდნენ შინ“ , – განაცხადა აქციის მონაწილემ
გორში, 11-ე სკოლის დასრულების და ჩაბარების თარიღმა 3-ჯერ გადაიწია.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს