
ავტორი
Front News საქართველო
გორის მერის მოადგილეები თანამდებობას ტოვებენ და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან. პაატა ივანიშვილი და ერასტი ელიჯარაშვილი განცხადების დაწერას დღესვე აპირებენ.
მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები "ქართული ოცნების" მხრიდან ზეწოლაზეც საუბრობენ.
"გაცნობებთ, რომ პირდაპირ გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. თანამდებობა ჩვენი თვითმიზანი არაა და არც გამოვეკიდებით მას. ჩვენ ვტოვებთ თანამდებობას. მმართველ პარტიას მინდა ვუთხრა, ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომელთა სიაც აქვთ და აპირებენ მათ გაშვებას. გორელებს, გორს დავეხმარებით გიორგი გახარიას გუნდთან ერთად, ვემზადებით თვითმართველობის არჩევნებისთვის, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ", – განაცხადა ერასტი ელიჯარაშვილმა.
ისინი აცხადებენ, რომ მათზე განხორციელებული მუქარის თაობაზე, მოგვიანებით გააკეთებენ კომენტარს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს