Logo

გორის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდებს STEAM-ის 4-თვიან კურსს დაუფინანსებს

საზოგადოება
1219
Frontnews image description

გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ „Pascal STEAM Community“ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს STEAM მიმართულებით სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

გორის მერია კონკურსის წესით შერჩეულ 10-დან 15 წლამდე ასაკის 30 მოსწავლისთვის კურსს სრულად დააფინანსებს.

პროექტის მონაწილეები 4-თვიანი კურსის ფარგლებში ისწავლიან კომპიუტერულ პროგრამებს, შექმნიან, ააწყობენ და დააპროგრამებენ რობოტებს.

ინიციატივის მიზანია ახალგაზრდების STEAM-ით დაინტერესება, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

გორის მუნიციპალიტეტის მერია და „Pascal STEAM Community“ უკვე მეორე წელია თანამშრომლობს. მერიის დაფინანსებით გასულ წელს სრული კურსი 30 მოზარდმა უკვე გაიარა.

Advertisement