გორის მუნიციპალიტეტის მერია განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული მიმართულებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის პროგრამებს აგრძელებს


ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტის მერია განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული მიმართულებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამების განხორციელებას 2025 წელსაც აგრძელებს.
თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობა შეუძლიათ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსახლეობას და მოქმედ გაერთიანებებს.
“პროგრამებში ჩართვის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას, წარმოადგინონ პროექტი/ინიციატივა და მოითხოვონ თანადაფინანსება.
განაცხადი განიხილება და გადაწყვეტილების მიღება მოხდება პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით.
· გორის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა
· სპორტული ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა
· კულტურული ღონისძიებების/პროგრამების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა
· ახალგაზრდული ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა”, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
გორის მერია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს