
ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტები 500 ლარით დაჯილდოვა.
ერთჯერადი ფულადი ჯილდო ეროვნულ გამოცდებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მქონე 40 ახალგაზრდას გადაეცა.
ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, სტუდენტები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
პროექტი, რომელიც ახალგაზრდების წახალისებას ისახავს მიზნად, გორის მუნიციპალიტეტის "საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოების პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება.
თაგები:
გორი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს