გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ფესტივალ "ტანათეძმობას“ დაესწრო

ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან, ადგილობრივებთან და პროექტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ფესტივალ „ტანათეძმობას“ დაესწრო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე, რომელიც წელს პირველად გაიმართა, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქცია, ადგილობრივი ღვინო, ტრადიციული საკვები, ხელნაკეთი ნივთები, სასტუმროების კუთხეები.
"პროექტის ფარგლებში მოეწყო ლანდშაფტის ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ადგილობრივი ფოტოგრაფების თვალით დანახული ტანისა და თეძმის ხეობა“, გასართობ-საგანმანათლებლო სივრცე პატარებისთვის, სპორტული და გასართობი სივრცეები.
ფესტივალის მიზანია ცნობადობის ამაღლება ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიის შესახებ, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ტრადიციების გაცნობა/გაზიარება.
„ტანათეძმობა“ პროექტის „ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარების“ ფარგლებში, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) და გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გორი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


