გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ფესტივალის - "ხელოვნება საზღვრებს გარეშე“ გამარჯვებულ ახალგაზრდებს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და მერის მოადგილე თამაზ შიოშვილთან ერთად ფესტივალის - "ხელოვნება საზღვრებს გარეშე“ გამარჯვებულ ახალგაზრდებს შეხვდა.
გორის მერიამ „დასი 13“ მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ წარმატება მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
საერთაშორისო კინოსა და თეატრის ფესტივალის “ხელოვნება საზღვრებს გარეშე” ფარგლებში, თურქეთში, ალანიაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე, „დასი 13“ წარმატებით წარდგა და გრანპრი მოიპოვა.
ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ორგანიზაცია „ჭკვიანი მომავლის“ თანადაფინანსებით იმართება.
თაგები:
გორი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს