გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ფლავს და ფლავისმანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა


ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად ფლავს და ფლავისმანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ორივე სოფელში მიმდინარე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოების ღირებულება 1400 000 ლარამდეა. გზის სიგრძე 2000 მეტრზე მეტია.
პროექტები ითვალისწინებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის, მიერთებების, ეზოში შესასვლელებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას.
თაგები:
გორის მერია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს