გორის მუნიციპალიტეტის “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტის “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დღეს ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 13 სოფელში იმყოფებოდნენ.
ადგილობრივებმა 2025 წელს განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით გორის მუნიციპალიტეტის 112-დან 95 დასახლებულ პუნქტში უკვე შეარჩიეს.
ყველა სოფელში, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
2025 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 27 იანვარს დაიწყო და 18 თებერვალს დასრულდება.
თაგები:
გორის მერია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს