გორის მუნიციპალიტეტში ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესების მიზნით კვლევა მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტში ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესების მიზნით კვლევა მიმდინარეობს.
პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება უძღვება. კვლევის პროცესი გულისხმობს როგორც მონაცემების შეგროვებას, ანალიზსა და ლიტერატურის კვლევას, ასევე სოციოლოგიურ კვლევებს (ონლაინ კითხვარი, ინტერვიუები, ფოკუს-ჯგუფები).
კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ონლაინ კითხვარი.
კვლევის შედეგების სიზუსტეს უზრუნველყოფს მიზნობრივი ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობა.
"კვლევის პროცესში მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს, მომავალში კიდევ უფრო ეფექტურად დაგეგმოს და განახორციელოს სოციალური პროგრამები, რომლებიც მაქსიმალურად იქნება მორგებული ადგილობრივი ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებზე.
კვლევის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება, ადგილობრივი სოციალური პოლიტიკისა და სამომავლო მუნიციპალური პროგრამების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა", - აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
ონლაინ კითხვარის ბმული: https://shorturl.at/5VIRp
თაგები:
გორი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს