გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში "საზაფხულო ბანაკი 2025" დღეს გაიხსნა


ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში "საზაფხულო ბანაკი 2025" დღეს გაიხსნა.
გორიდან ბავშვების პირველი ნაკადი გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ გააცილა.
მიმდინარე წელს, ბაკურიანის ბანაკი გორის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით 16-დან 20 წლის ჩათვლით 180 ახალგაზრდას უმასპინძლებს.
პროექტის ფარგლებში ბაკურიანში მოზარდების 4 ნაკადი გაემგზავრება. ისინი საზაფხულო ბანაკში 5 ღამე და 6 სრული დღე დარჩებიან.
ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები. ისინი გაეცნობიან ინფორმაციას ემოციების მართვის, ეფექტური კომუნიკაციის, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის, მედიაწიგნიერების, პროექტების წერის, ციფრული უსაფრთხოებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ საერთაშორისო ინოვაციური ინდუსტრია გორის მუნიციპალიტეტის "განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის" ფარგლებში.
თაგები:
გორი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს