
ავტორი
Front News საქართველო
გორის სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მზად არიან, თუმცა მსგავსი ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუღიათ.
“ჩვენ მზად ვართ, როგორც ყოველთვის, ნებისმიერი პაციენტის მისაღებად, თუმცა ჯერ არც ვერტმფრენი დამჯდარა და არც არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია”,- განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში აღარ იმყოფება.
ერთ-ერთი ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი შესაძლოა, გორში გადაიყვანონ, თუმცა ამ დროისთვის მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
ინფორმაცია არ აქვთ არც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატებს.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს