გორმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში რეგიონულ პირველობას გეზრბენშიც უმასპინძლა


ავტორი
Front News საქართველო
გორმა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში რეგიონულ პირველობას გეზრბენშიც უმასპინძლა.
შეჯიბრებაში 2008-2010 წლებში დაბადებულმა გოგონებმა და ვაჟებმა მიიღეს მონაწილეობა.
ოლიმპიადის ზონალურ ეტაპზე გამარჯვებისთვის შიდა ქართლის სახელით ხაშურელი გოგონები (ოსიაურის საჯარო საჯარო სკოლა) და ვაჟები (სურამის #1 საჯარო სკოლა) იბრძოლებენ, ზონალურ ეტაპზე გამარჯვების შემთხვევაში ისინი ფინალურ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას.
რეგიონალურ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალურ შეხვედრებში გამარჯვებული გუნდები.
რეგიონული ეტაპის ფინალურ შეხვედრებს გორმა უმასპინძლა. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრებები 7 სპორტის სახეობაში მიმდინარეობს.
თაგები:
გორის მერია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს