გორში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს


ავტორი
Front News საქართველო
გორში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით, კომბინატის დასახლებაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გორში ის სტუმრად იმყოფებოდა, დაჭრა კი ადგილობრივებთან დაპირისპირებას მოჰყვა.
მამაკაცს ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაპირისპირების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
თაგები:
დაჭრა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს