გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს


ავტორი
Front News საქართველო
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა.
გორში ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.
"დღეს, ტრადიციულად, მემორიალთან შევიკრიბეთ და პატივი მივაგეთ ჩვენი გმირების ხსოვნას. მათ შექმნეს გმირობისა და თავდადების მაგალითები.
ჩვენი ვალია გვახსოვდეს და არასდროს დავივიწყოთ ისინი, არასდროს დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და თაობებს გადავცეთ თავდადებისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითები! დიდება გმირებს!" - განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშები.
თაგები:
გორი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა