გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს


ავტორი
Front News საქართველო
გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ, სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო.
საბრძოლო დიდების მუზეუმთან შეიკრიბნენ სამამულო ომის მონაწილეების ახლობლებიც.
ხელისუფლების წარმომადგენლები დიდების მუზეუმსაც ეწვივნენ. მუზეუმში დაცულია მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების პირადი ნივთები – საბრძოლო ჯილდოები, ფოტო სურათები და სხვა რელიკვიები.
მეორე მსოფლიო ომში საქართველომ უმძიმესი დანაკარგი განიცადა – ჩვენმა ქვეყანამ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
თაგები:
გორი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს