გორში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს


ავტორი
Front News საქართველო
გორში, სავაჭრო ცენტრ “გალერეაში“ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი და დაჭრილია მისი მამა.
თვითმხილველების თქმით, რამდენიმე გასროლა იმ დროს მოხდა, როდესაც სავაჭრო ცენტრში მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ.
ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
Front News-ს შსს-ში განუცხადეს, რომ ბრალდებული ცხელ კვალზეა დაკავებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ.
თაგები:
მკვლელობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს