გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ახალგაზრდა დაშავდა

ავტორი
Front News საქართველო
გორში, სტალინის გამზირზე მომხდარ ავტოავარიის შედეგად 3 ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.
მედიკოსების თქმით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. შემდეგ, ერთ-ერთმა ტრაექტორია შეიცვალა, ჯერ გაზონზე გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. ამოტრიალებული მანქანა ტროტუარზე დაეცა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
თაგები:





