გორში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ავტორი
Front News საქართველო
გორში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
თეატრის მიმდებარედ არსებულ სკვერში მოწყობილი გასართობი, სპორტული და სხვადასხვა სახის საგამოფენო სივრცეები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
სკვერში პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ადგილობრივი შემსრულებლებისთვის, დაეთვალიერებინათ წარმოდგენილი ნამუშევრები, დასწრებოდნენ ანიმატორების წარმოდგენებს.
ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურისა განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
თაგები:
გორი




