გორში დაკარგული 12 წლის გოგონა იპოვეს
შემთხვევა
578

ავტორი
Front News საქართველო
გორში დაკარგული 12 წლის მოზარდი იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანის ადგილსამყოფელს ბათუმში მიაკვლია.
12 წლის მოზარდი თავს უვნებლად გრძნობს.
არასრულწლოვანის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გრძელდება.
მოზარდს დღეს დილიდან ეძებდნენ.





