გორში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების მონაწილეობით სპექტაკლი გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
გორში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების მონაწილეობით სპექტაკლი გაიმართა.
ინტეგრირებულმა თეატრმა „აზდაკის ბაღმა“ წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის “ჰელადოის” მიხედვით დადგა. დასის 42 წევრიდან, 21 შშმ მსახიობია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებისთვის გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით. პროგრამის ფარგლებში მათ ასევე უფინანსდებათ სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურება, კვლევები, სამკურნალო – სარეაბილიტაციო კურსები და მედიკამენტები.
გარდა ამისა, მერია თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მათთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტებს, რომლებიც დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებს სთავაზობს სხვადასხვა სახის სამედიცინო – სარეაბილიტაციო მომსახურებას.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ეს დღე მსოფლიოში 2006 წლიდან აღინიშნება.
თაგები:
გორის მერია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს