გორში, მდინარე მეჯუდის მარჯვენა სანაპიროზე, ახალი ქუჩის მოწყობა სრულდება


ავტორი
Front News საქართველო
გორში, მდინარე მეჯუდის მარჯვენა სანაპიროზე, ახალი ქუჩის მოწყობა სრულდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გოგებაშვილის ქუჩის პარალელური სანაპირო ერთმანეთს პუშკინის ქუჩასა და ცხინვალის გზატკეცილს აკავშირებს, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობას.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.
პროექტით ითვალისწინებდა 1 033 მეტრი ახალი გზის მშენებლობას, საფეხმავლოების, პანდუსების, სანიაღვრე სისტემის, მოაჯირების, საყრდენი კედლის, რეკრეაციული ზონისა და გარე განათების მოწყობას.
თაგები:
გორის მერია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს