გორში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი


ავტორი
Front News საქართველო
გორში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 54 წლის გოჩა ქასანაშვილი თავის ძმასთან სტუმრად იმყოფებოდა, სადაც სუფრასთან 65 წლის გურამ ძამანაშვილთან შელაპარაკება მოუვიდა.
ირკვევა, რომ შელაპარაკების დროს გოჩა ქასანაშვილი ცივი იარაღით გაუსწრდა გურამ ძამანაშვილს. ის ფეხის არეში დაჭრა, რის შემდეგ დაჭრილი მივიდა იმავე კორპუსში თავის სახლში, აიღო დანა და გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა გოჩა ქასანაშვილს.
გურამ ძამანაშვილი მომხდარის შემდეგ მიიმალა, თუმცა მისი დაკავება მოხდა. დაჭრილი კი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1956 წელს დაბადებული გ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დაკავებულს ძამანაშვილს თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს