Logo

გორში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს, რომელმაც 136 ათასი ლარის ღირებულების 46 მობილური ტელეფონი მოიპარა

სამართალი
258
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 2005 წელს დაბადებული ს.დ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქალაქ გორში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიაში გვიან ღამით უკანონოდ შეაღწია, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 136 ათასი ლარის ღირებულების "აიფონის“ ფირმის 46 მობილურ ტელეფონსა და მაღაზიაში წარმოდგენილ სხვა ელექტრომოწყობილობებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელ სახლსა და მის მიერ მითითებულ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები სრულად ამოიღო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის  მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები