გორში "Pascal STEAM Community"-ის ოთხთვიანი კურსის მონაწილეებს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ


ავტორი
Front News საქართველო
გორში ორგანიზაცია "Pascal STEAM Community"-ის ოთხთვიანი კურსი წარმატებით დასრულდა. მონაწილეებს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ.
პროექტის დასასრულს, სხვადასხვა მიმართულებით გაიმართა ჩემპიონატი. გამარჯვებულ ბავშვებს სერტიფიკატები და მედლები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და მერიის წარმომადგენლებმა გადასცეს.
ახალგაზრდები ოთხთვიანი კურსის ფარგლებში სწავლობდნენ კომპიუტერულ პროგრამებს, ქმნიდნენ, აწყობდნენ და აპროგრამებდნენ რობოტებს.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების STEAM-ით დაინტერესება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
კონკურსის წესით შერჩეულ 30 ახალგაზრდას სწავლება გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დაუფინანსა.
გორის მუნიციპალიტეტის მერია და „Pascal STEAM Community“ უკვე მეორე წელია, თანამშრომლობს. მერიის დაფინანსებით გასულ წელს სრული კურსი 30 მოზარდმა უკვე გაიარა.
თაგები:
გორი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს