Logo

გორში სახალხო დღესასწაული "გორის დღე 2025“ აღინიშნა

რეგიონები
211
Frontnews image description

გორში სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2025“ აღინიშნა.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პარლამენტარებთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. მათ სტუმრებთან ერთად თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილი პროდუქცია, ხელოვანების ნამუშევრები და სხვადასხვა ორგანიზაციების კუთხეები დაათვალიერეს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სახის გასართობი, კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული სანახაობები და აქტივობები.

„გორის დღის“ დღესასწაულზე ტრადიციულად ქალაქის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. "საპატიო გორელი" წელს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხუთი ადამიანი გახდა.

საპატიო მოქალაქის ტიტული მიენიჭათ:

იმედო ხუციშვილს - ექიმი
კახა თოფჩიშვილს - მხატვარი
ფატი ფულარიანს - მსახიობი
არჩილ ბარამიძეს - მწვრთნელი
გივი აბალაკს - ფერმერი

„გორის დღე 2025 “ გალა-კონცერტით დასრულდა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მუსიკალურმა ჯგუფებმა "ქუჩის ბიჭები", "Soft Wave" და "კანუდოსი". 

თაგები:

გორი
Advertisement