გორში სამოქალაქო აქტივისტს ვახო ფიცხელაურს ფიზიკურად გაუსწორდნენ


ავტორი
Front News საქართველო
გორში სამოქალაქო აქტივისტი ვახო ფიცხელაური 3-მა ნიღბიანმა გაიტაცა და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ფიცხელაურმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ ის მაშინ გაიტაცეს, როდესაც სახლთან იმყოფებოდა.
“მანქანა არ დამიძვრია, უნდა გავსულიყავი. აქ იდგა ფურგონი. უნდა გადავსულიყავი, რომ გავეტარებინე. თითქოს ვერ მიდიოდნენ და უნდა მივხმარებოდი, მივწოლოდი. ჩამსვეს ფურგონში და გამიტაცეს. აქედან დაახლოებით 6 კილომეტრში გამიტაცეს, ზემოთ მინდორია, იქ. უნდა მოვეკალი, გამოვექეცი. ვიცით ვინც ხარო და უნდა მოგკლათო. გამძარცვეს, ყველაფერი წამართმევს – ტელეფონი, გასაღები, საფულე.
რაც დღეს ქვეყანაში ხდება პირდაპირ მაგას ვუკავშირებ – გამიზნულად დამხვდნენ. მაღაზიაში გავდიოდი. ვიცით რასაც აკეთებო და ვინც ხარო. ყველგან მირტყეს, სახეზე ვაფარებდი. ყველგან ნაცემი ვარ, სულ სისხლიანი მაქვს ყველაფერი”, – განაცხადა ფიცხელაურმა.
ფიცხელაურს დახმარება სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
თაგები:
გორი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს