Logo

გორში საზაფხულო სკოლა გაიხსნა

რეგიონები
299
Frontnews image description

გორში კულტურის სააგენტოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივით საზაფხულო სკოლა გაიხსნა.

საზაფხულო სკოლაში გასართობ-შემეცნებითი პროცესი 7 ივლისიდან 17 ივლისამდე გაგრძელდება.

პროექტში მონაწილეობენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 10-12 წლის მოსწავლეები.

ბანაკის მიზანია ბავშვებისათვის ლოგიკური აზროვნებისა და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა.

პროექტი მოიცავს შემეცნებით აქტივობებს, წიგნებისა და კომპიუტერის მეშვეობით საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას.

"საზაფხულო სკოლას“ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ყოველ წლიურად ახორციელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები