
ავტორი
Front News საქართველო
გორში სპორტსმენთა დაჯილდოების ტრადიციულ ცერემონია „სპორტული გორი 2025“ გაიმართა.
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ცერემონიაზე 2025 წლის სპორტული შედეგები შეჯამდა, დაჯილდოვდნენ წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები. ასევე გამოვლინდნენ წლის საუკეთესო სპორტსმენები სხვადასხვა ნომინაციაში.
წლის შედეგების მიხედვით გამარჯვებულები გამოვლინდნენ ოთხ ნომინაციაში:
წლის საუკეთესო მწვრთნელი – არჩილ ბარამიძე (თავისუფალი ჭიდაობა);
წლის საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცი – მერაბ სულეიმანაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა);
წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ქეთი რობაქიძე (ძიუდო);
წლის საუკეთესო გუნდი – "დილა გორი“ (ფეხბურთი).
სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად ყოველწლიურად ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
თაგები:
გორი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს