გორში ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
გორში ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ - ეთნოგრაფიულ მუზეუმში ქართველი თანამედროვე მხატვრების ტილოების გამოფენა გაიხსნა, რომლის დათვალიერების შესაძლებლობა მსურველებს ერთი თვის განმავლობაში ექნებათ. ნამუშევრები საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციას წარმოადგენს.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუმრებმა ტურიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მადლობა გადაუხადეს აღნიშნულ სფეროში მომუშავე ყველა ადამიანს გაწეული საქმიანობისთვის.
"გორის მუნიციპალიტეტი მდიდარია უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით. ჩვენი ვალია ეს სიმდიდრე შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და სწორად წარმოვაჩინოთ, რათა მუნიციპალიტეტმა უფრო მეტი სტუმარი მოიზიდოს. გორის მერია მომავალშიც გააგრძელებს ტურიზმის მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა.
ღონისძიება ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.
თაგები:
გორი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა