Logo

გოშევსკა – მორიგ ჯერზე უარი მითხრეს სააკაშვილთან შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ პირობა მომცა ღარიბაშვილმა მორავეცკის თანდასწრებით

პოლიტიკა
450
Frontnews image description

მორიგ ჯერზე უარი მითხრეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავეცკის თანდასწრებით, – ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა მალგოჟეტა გოშევსკამ კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა, სადაც ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.

 

მისივე თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილთან საერთაშორისო ექიმების ჯგუფის არდაშვება და მისი არგაშვება ჰუმანიტარული მოსაზრებებით სამკურნალოდ საზღვარგარეთ ბარბაროსული აქტია.

 

“თუ სახელმწიფო და მართლმსაჯულება არ გამოხატავს პატივისცემას ქვეყნის პირველი პირის მიმართ, მაშინ რა უნდა ქნას უბრალო, ჩვეულებრივმა ადამიანმა ქვეყანაში?! და არამარტო პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ირღვევა ეს ნორმები, არამედ მომდევნო პრეზიდენტსაც სრულად საფუძველმოსკლებული მიზეზების გამო ჩამოართვეს დაცვა და შეღავათები, რომლებიც მას კანონითა და წესით ეკუთვნოდა. როგორც შეიძლება ეს აღიქმებოდეს ევროპაში მითუმეტეს ამ სიტუაციაში, როდესაც დადგა მომენტი, როცა ქვეყნის მომავალზე დგას საკითხი?! 

 

პრეზიდენტ სააკაშვილთან საერთაშორისო ექიმების ჯგუფის არდაშვება და მისი არგაშვება ჰუმანიტარული მოსაზრებებით სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ეს არის ბარბაროსული აქტი. პოლონეთმა არაერთხელ განაცხადა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ მიღების თანხმობადა   მზაობა“, – განაცხადა გოშევსკამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები